суббота, 5 июля 2014 г.

სსპი გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასწავლო პროექტი

                                                 




                 ჩვენ   ქვეყანას გეორგია (მიწადმოქმედთა ქვეყანა) ჰქვია! 
              ეს ქვეყანა სამშობლოა ყურძნისა და ხორბლის! 
              ყურძენი -  ღვინო! ხორბალი-პური! სისხლი და ხორცი  ...
                                                                    გურამ დოჩანაშვილი


    
       გეორგია   (Γεωργία- კომპოზიტია - γη(მიწა) + έργον(საქმე, მუშაობა)) ნიშნავს მიწათმოქმედებას როგორც ძველბერძნულად, ასევე ახალბერძნულად. ბერძნებმა უწოდეს საქართველოს ეს სახელი. მიწათმოქმედება ქართველი კაცის საქმიანობა იყო უძველესი დროიდან .

   საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში უმნიშვნელოვანეს ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლია.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძეგლზე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის, ძვ.. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული, ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა.

გასულ წელს ძეგლზე ხორბლის ოთხი სახეობა აღმოჩნდა, წელს კი - ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისათვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო.(  http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=12984  )

   საქართველო უპირატესად მთაგორიანი რელიეფის მქონე და მცირემიწიანი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, მისი ნიადაგი  მრავალფეროვანია.ადამიანი მიწას  დასახლებისა და სამეურნეო საქმიანობისთვის ოყენებს.


 განასხვავებენ საოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებს. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემადგენლობაა:
საძოვარი-60%
სახნავი მიწა-26%
მრავალწლიანი ნარგავი-9%
სათიბი-5%
  მაღალი ღმერთის მადლითცის და მიწის მადლითხარის და გუთნის მადლითდღევანდლამდე მოვაღწიეთ ადამიანებმა.
   გლეხკაცისთვის ხვნის პირველი დღე, გუთნის პირველი გატანა დღესასწაულად მიიჩნეოდა. გუთნისდედად სოფელსი პატიოსნებიტ,შრომა-საქმიანობით ცნობილ გლეხს იწვევდნენ. პირველი კვალი მას უნდა გაევლო. შემდეგ შეიძლებოდა ის სხვას შეეცვალა. ზოგან ამ ოჯახის დიასახლისი საგანგებო კვერებს აცხობდა და გამზადებულ სუფრასთან ერთად მინდორში გაჰქონდა . პირველი კვალის გავლების წინ ის ხარებს რქებზე სანთლებს აუნთებდა და თითო კვერს შეაჭმევდა. კვერებს გუთნისდედა და მეხრეებიც შეჭამდნენ. ისინი თითო ჭიქა ღვინით დაილოცებოდნენ -ბარაქას,უხვ მოსავალს ისურვებდნენ-და პირველი კვალის გატანას დაიწყებდნენ;ხვნის დროს ოროველას შემოსძახებდნენ.
  საქართველო  ხორბლის სამშობლოამსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობსამათგან 23 არის კულტურული სახეობადანარჩენი ველურიაამ 23_დან 14 არის ქართული ხორბლის ჯიშიესენია დიკაასლითავთუხიდოლისპურიიფქლი და სხვა.
   ხორბლის ქართულ ჯიშებს (”მახა”, ”ზანდური”, ”თავთუხი”, ”დიკა”, ”დოლისპური”, ”ასლიდა სხვ.) გააჩნია ის უნიკალური თვისებები, რაც ძალზე ბევრ უცხოურ და განსაკუთრებით, თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია.
ეს თვისებებია ყინვის მიმართ გამძლეობა, გვალვის მიმართ გამძლეობა, მავნებლების მიმართ გამძლეობა, სტაბილურმოსავლიანობა, მაღალი გემური თვისებები და . (აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული პური დიდი ხანი ინახება და საერთოდ არ ობდება).
     უძველესი საზოგადოებები მარცვლეულის დასანაწევრებლად იყენებდნენ სხვადასხვა სახის სანაყებსა და სასრესელებს. საქართველოში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით დათარიღებული საფქვავი დარბაზი, სადაც სპეციალურ დაზგაზე გამართული იყო რამდენიმე ათეული ხელის სასრესელა, მარცვლის ჩასაყრელი სპეციალური ღრმულებით და ფქვილის დასაგროვებელი სათავსით. უფრო მოგვიანებით გავრცელდა ხელით საბრუნებელი წისქვილები, .. ხელსაფქვავები. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან რომში გაჩნდა წყლის წისქვილები. არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც წყლის წისქვილები პირველად მცირე აზიაში გაჩნდა და, ამდენად, შესაძლოა, კავკასიაში უფრო ადრე გავრცელებულიყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.
     შუა საუკუნეებში გამოიგონეს ქარის წისქვილიც.
საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული იყო 2 ტიპის წყლის წისქვილი: ჰორიზონტალურბორბლიანი და ვერტიკალურბორბლიანი. აქედან უფრო გავრცელებულია ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია აზიური წყლის წისქვილის ანუ ე.წ. ტურბინური წისქვილის სახელწოდებით. ჰორიზონტალურბორბლიანი წყლის წისქვილი, წყლის მიწოდების მექანიზმის მიხედვით, იყოფა ღარისა და კოდის (გვიმის) წისქვილებად. ღარის წისქვილს წყალს საბრუნავი მექანიზმზე აწვდის დაქანებული ღარი. მცირეწყლიან ადგილებში კი წყალი გროვდება ხის კოდში ან ქვის თუ თიხის გვიმში, რომლის ქვედა ნაწილში დატანებული ხვრელიდან წყალი ძლიერად ურტყამს საბრუნავ ბორბალს.
     წისქვილს, რომელსაც დიდი საფქვავი ქვები აქვს, ეწოდება დოლაბი წისქვილი,   ასეთი  დიდ დოლაბებიანი წისქვილია შიდა ქართლში ბერბუკის თემში 



წისქვილი გამართულია დახურულ შენობაში, "წისქვილის სახლში", რომელიც 2 სართულისაგან შედგება: პირველი სართული საღვარეა, სადაც წისქვილის მამოძრავებელი მექანიზმია მოთავსებული. ხოლო მეორე სართულში მფქველი ქვები, მარცლის მიმწოდებელი მოწყობილობა (ხვიმირა) და ფქვილის დასაგროვებელი სათავსებია გამართული.

ვერტიკალურბორბლიანი წისქვილის მამოძრავებელ მექანიზმს, დიდ ვერტიკალურ ბორბალს, რომელსაც წყალი აბრუნებს, "წისქვილის სახლის" გვერდზე მართავენ. ის სპეციალური გადამცემის საშუალებით გაცილებით უფრო სწრაფად აბრუნებს საფქვავ ქვებს, ვიდრე ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი. ასეთ წისქვილებს შედარებით უფრო იშვიათად აგებდნენ და ძირითადად გავრცელებული იყო მტკვრის ხეობაში, ქვემო ქართლსა და კახეთში.
       ქვემო  ქართლსი, არუხლოს გორის გათხრების დროს, არქეოლოგებმა უძველესი ნამოსახლარის კვალი აღმოაჩინეს. აქ მცხოვრები ადამიანები ქვის, ხისა და  ძვლის სამეურნეო იარაღებით და მოჰყავდათ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშები.:
მახა, ზანდური, ასლი,სპელტა,რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, მაგარი ხორბალი.მსოფლიოსი პურეული სახეობებიდან საქზრთველოში გავრცელებული ყოფილა 14 სახეობა და მათი 30 სახესხვაობა.
      პური ადამიანის უპირველესი საკვებია. ქართულად ნადიმს "პურობა" ჰქვია. უხვ, ხელგაშლილ ადამიანს-"პურადი". ძუნწს- "პურძვირი".პურის ნაკლებობას"პურტკბილობას"ეტყვიან. ფიციც კი პურთან იყო დაკავშირებული-"ამ პურის მადლმა, არ ვტყუიო!"ერთი სიტყვით, ქართველი უპუროდ არ ვარგოდა.
       









Комментариев нет:

Отправить комментарий